15 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს - მოლაპარაკებების მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის ევროინტეგრაციაა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ბელგიის, ესპანეთის, ლიეტუვის და უნგრეთის წარმომადგენლებს შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის ევროინტეგრაციაა.

"მნიშვნელოვანი პროცესი იწყება ევროკომისიაში, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ უნდა გაკეთდეს ანგარიში, მომზადდეს ევროკომისიის შეფასება, რამაც უნდა შექმნას საფუძველი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის დეკემბერში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ჩვენს პარტნიორებთან, ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან აქტიური კომუნიკაცია და კავშირი, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მათი მოსაზრებების მოსმენა და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, როგორც შეფასების კუთხით, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების კუთხით, რომელიც დეკემბერში უნდა მიიღონ საქართველოსთან დაკავშირებით,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები