15 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
იმის გამო რომ ადრე არ ვეთანხმებოდი, როცა სწორს ამბობს ადამიანი, დაკომპლექსებული არ ვარ რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები გავიზიარო - პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციური სპექტრი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ კონსტიტუციას პირველ რიგში, თავად მთავრობაც არღვევს და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილის პოზიციები მათთვის მისაღებია.

"ახლა მოიტანეს ახალი არგუმენტი, რომ მთავრობა არ ეთანხმება იმ რიტორიკას, რომელიც პრეზიდენტს აქვს და ამიტომ არ ვუშვებთ ევროპაში. ჩვენი ქვეყანა ეთანხმება თქვენს რიტორიკას?!

არ მიმიცია ხმა, არც ვფიქრობ რომ საუკეთესო პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ იმის გამო, რომ ადრე არ ვეთანხმებოდი, როცა სწორს ამბობს ადამიანი, დაკომპლექსებული არ ვარ, რომ ევროპასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციები გავიზიარო," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება "გირჩს", ჰერმან საბოს თქმით, პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის ნებართვა, თუმცა არსებული კონტექსტია გასათვალისწინებელი, ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გამართლებულია.

"ტექნიკურად, პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის ნებართვა, რათა ჩაერიოს საგარეო მიმართულებაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს კონტექსტიც. ასევე, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ყველა საჯარო მოხელემ, ამაში მთელი მთავრობა იგულისხმება, ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ხალისით არ გამოირჩევა, 3-იანზე შეასრულა 12 პუნქტი, თუ ასე შევხედავთ, ჯერ "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა კონსტიტუცია, როგორც წესი და რიგია, მაშინ ქალბატონი პრეზიდენტის "თვითნებობა" გამართლებულიც არის, " - აღნიშნა ჰერმან საბომ.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

 

 

დღის ამბები