15 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო - საქართველოს მთავრობა პრემიერის სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, პრემიერი გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები," - ნათქვამია წერილში.

დღის ამბები