15 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ბრალდებები ჩრდილოვან მმართველობასთან დაკავშირებით აბსურდულია და ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი - ვაჟა ჩიტაშვილი ახალციხეში ენმ-ის ფრაქციის დაშლაზე

ახალციხეში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის დაშლას და გუნდიდან 6 ადამიანის წასვლას, დღეს ფრაქციის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

ვაჟა ჩიტაშვილის მტკიცებით, ბრალდებები ჩრდილოვან მმართველობასთან დაკავშირებით აბსურდულია და უკვე ყოფილი თანაგუნდელები , როგორც თავად ამბობს შეცდომაში არიან შეყვანილი.

"ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ემოციურ ფონზე და როდესაც გაანალიზებენ ეს ადამიანები, დეპუტატები მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დაუბრუნდებიან საწყის პოზიციას და დაბრუნდებიან ფრაქციაში. ვინ მოახდინა მათზე ზემოქმედება, ვინ რა დაკვეთა მისცა კონკრეტული ღონისძიებების გატარებისთვის. ფაქტობრივად, მუშაობდნენ საკრებულოში და არავის მათზე ზემოქმედება არ მოუხდენია", - განაცხადა განაცხადა ვაჟა ჩიტაშვილმა.

ცნობისთვის, წასულები ლევან ხაბეიშვილს რეპრესიებში ადანაშაულებენ, ამის მიზეზად კი მათი მხრიდან ნიკა მელიას მხარდაჭერას ასახელებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" 6-მა წევრმა, როგორც ფრაქცია, ასევე პარტია, ოფიციალურად გუშინ დატოვა.

დღის ამბები