15 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"დიდი ოცეულის" სამიტის მონაწილეების ერთობლივი დეკლარაციის ტექსტით, კიევი იმედგაცრუებულია - ოლეგ ნიკოლენკო

"დიდი ოცეულის" სამიტის მონაწილეების ერთობლივი დეკლარაციის ტექსტით, კიევი იმედგაცრუებულია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, დოკუმენტში რუსეთის აგრესია მკაცრად უნდა ყოფილიყო დაგმობილი. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების ტანჯვა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები