15 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ოპოზიციონერი დეპუტატების გადასაწყვეტია, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ - კახა კალაძე 

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების გადასაწყვეტია, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით,  ძალიან ცუდია, როცა მაღალი თანამდებობის პირი კონსტიტუციას არღვევს:

"ოპოზიციონერი დეპუტატების გადასაწყვეტია, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. პირველი უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები, ვინც პატივს სცემს კონსტიტუციას, კანონს, ქვეყანას, ხალხს. უცხოელების თვალშიც ძალიან ცუდად ჩანს, რომ მაღალი თანამდებობის პირი, ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ეს ძალიან მძიმეა, ცუდია, დამაზიანებელია,"  - აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

დღის ამბები