სამეგრელო-ზემო სვანეთში “ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები გრძელდება. პარტიის ლიდერებმა დღეს კონფერენცია ხობში გამართეს, რომელზეც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია აირჩიეს, ასევე, აირჩიეს ხობის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრები.
პარტიული ღონისძიებები უკვე გაიმართა ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და მესტიაში.