15 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ჩემი კრიტიკა არასდროს ეხებოდა მხოლოდ მმართველ პარტიას, კრიტიკის ობიექტები სხვებიც არიან, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მთავრობაა პასუხისმგებელი - გალერი

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველოც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მოხარული არ ვარ იმით, თუ როგორ მიდის ქვეყანაში საქმეები, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი, მიხაილ გალერი აცხადებს.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა და ის, თუ როგორი მიდგომაა ხალხის სურვილის მიმართ, დაემსგავსოს ევროპულს და არა პოლიტიკის კეთების ძველებურ მეთოდებს.

"ევროკავშირის კარი ღია რჩება იმის გათვალისწინებით, რომ ვაცნობიერებთ ხალხის სურვილს. მთავრობამ უნდა იმუშაოს ამ სურვილების განსახორციელებლად დღის წესრიგის მიხედვით. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველოც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მოხარული არ ვარ იმით, თუ როგორ მიდის ქვეყანაში საქმეები.

ჩემი კრიტიკა არასდროს ეხებოდა მხოლოდ მმართველ პარტიას, კრიტიკის ობიექტები სხვებიც არიან, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მთავრობაა პასუხისმგებელი. ამიტომ, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური კულტურა და ის, როგორი მიდგომაა ხალხის სურვილის მიმართ, დაემსგავსოს ევროპულს და არა პოლიტიკის კეთების ძველებურ მეთოდებს.

ცხადია, რომ მთავრობა არის ხელმძღვანელი და ამიტომაც, პირველებს სწორედ მათ მივმართავთ. მე ასევე ვსაუბრობ სხვადასხვა ოპოზიციონერზე, რომელმაც უნდა სცადოს, რომ ევროპულად, ერთობლივი ძალისხმევით იმუშაოს. ამას მოითხოვს ეროვნული დიალოგის პროცესი," - აცხადებს მიხაილ გალერი.

დღის ამბები