სტრასბურგში მოლაპარაკებები გრძელდება - "ქართული ოცნების" დეპუტატები ევროპარლამენტარებს ხვდებიან. ევროპელი პოლიტიკოსებისგან დღეს ითქვა, რომ საქართველოსთვის შანსი დიდია, თუმცა ქვეყანამ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება. აქვე აღინიშნა ისიც, რომ შეცდომა იყო, როდესაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მსგავსად სტატუსი არ შესთავაზეს.
პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მისაღებია ,- აცხადებენ დელეგაციაში. დეპუტატებს, რომლებიც ახლა სტრასბურგში არიან ოპტიმისტური განწყობა აქვთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გაფართოებაზე დღეს წევრ ქვეყნებში ფაქტია, რომ არ არის ერთგვარი მოსაზრებები
"რეალურად არსებობს კეთილგანწყობა, მათ შორის გაფართოების საკითხთან მიმართებაში. არსებობს კეთილგანწყობა იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მიმართულებით უნდა გაიზარდოს ინტენსვიობა, ამ მიმართულებით უნდა იყოს რეალური ნაბიჯები სწრაფად გადადგმული და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და საყურადღებო ძალიან დიდ წრეში ევროკავშირისა და ევროპარლამენტარებისა, გამჯდარია აზრი და სერიოზულად განიხილება, რომ შარშანაც დაშვებული იქნა შეცდომა საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ მოგვიანებით გამოქვეყნებულმა შეფასებებმა ცხადყო, რომ რეალურად საქართველოს აქვს მაჩვენებელი, რომლითაც ის იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება.
ეს აფიქრებინებს მთლიანად ევროპარლამენტს, რომ კვლავ განმეორება იგივე შეცდომისა უპატიებელი იქნება და აქედან გამომდინარე ეს გვაძლევს ოპტიმისტურად ყოფნის საფუძველს.
არსებობს რა თქმა უნდა განსხვავებული შეხედულებები. თვლის რა თქმა უნდა ევროკავშირის ერთი ნაწილი დეპუტაციისა, რომ გაფართოებასთან მიმართებაში ცოტა მეტი სიფრთხილე სჭირდება ევროკავშირს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით.
ასევე, არის ერთი ნაწილი დეპუტატებისა, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლაში გამოსაყენებელი არგუმენტი იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
საბედნიეროდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის მთლიანად ევროკავშირის პოზიცია და ეს ცხადად დადასტურდა ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლითაც," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.