15 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, უნდათ ინდივიდუალური მიდგომა თუ სისტემური მიდგომა - შალვა პაპუაშვილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს ინდივიდუალური მიდგომას ირჩევენ თუ სისტემური მიდგომას.

პაპუაშვილის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებული გეგმა ვენეციის კომისიამ მოიწონა და იქ საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი თითოეული პუნქტი.

"ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, უნდათ ინდივიდუალური მიდგომა თუ სისტემური მიდგომა. ინდივიდუალური მიდგომისთვის, კანონპროექტი დაინიციირებული იყო და ორი მოსმენით მივიღეთ. ამაზე ჰქონდათ ერთი ამბავი ატეხილი, რომ ინდივიდუალური მიდგომა, ვიღაცის დასახელება, მიზანში ამოღება არ არის სწორი მიდგომაო - თქვა ოპოზიციამ, მერე ევროკავშირმაც თქვა. ჩვენ დავთანხმდით და ვთქვით, რომ არ ყოფილიყო ინდივიდუალური მიდგომა და იყოს სისტემური მიდგომა. სისტემურ მიდგომებში, ნებისმიერი სახელი და გვარები უნდა ამოვიღოთ დისკუსიიდან. ეს გეგმა, რომელიც მოიწონა ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ, მოიცავს იმ შვიდივე მიმართულებას, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაშია ჩამოთვლილი და ამ შვიდივე მიმართულებასთან საკმაოდ ამომწურავი გეგმა არის ჩამოწერილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები