საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სანქცირების წესების შეცვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მთავარი პრინციპი მისი დამოუკიდებლობაა, რაც დაცულია კონსტიტუციით, თავად კი თავს მოვალედ მიიჩნევს დაიცვას სებ-ის დამოუკიდებლობა.
"მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ეროვნული ბანკის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა.
ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციით, ამდენად მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა.
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა ანუ ღია მიუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ, კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ნათია თურნავა დაემორჩილა ამ მუქარას და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელ ნაბიჯად და უღირს საქციელად.
ეს იყო ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, საბჭოს ყველა წევრის, ვიცეპრეზიდენტების და წევრების გვერდის ავლით, არც კონსულტაცია ჩატარებულა არც წინასწარ გაუფრთხილებიათ, ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი...
ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებულია სებ-ის და მაშასადამე ქვეყნის მიმართ, სწორედ მათ მიაყენეს ქვეყანას ზიანი, ვისაც ევალებოდათ ბანკის დამოუკიდებლობასა და ქვეყნის რეპუტაციაზე ზრუნვა...
მე მინდა მივმართო საზოგადოებას, რათა ამ უღირსი ქცევების მიუხედავად არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა - არსებობს გამოსავალი ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად, ჩემს კანდიდატს ნათია თურნავას, ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოდიშს ვიხდი, მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, პირადად მოვახსენებდი, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, პირველ რიგში, უნდა გადადგეს თურნავა, ასევე, დროა, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია, აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს იქნება ამ საბჭოს რეალური ქმედება, ეს შესაძლებელია იმ ვიცეპრეზიდენტების გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ კიდევ ორი თვის ვადა აქვთ, საბჭო სრულიად ფუნქციონირებს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.