15 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
თინა ბოკუჩავას თქმით, "ქართული ოცნება" ღიად ეწინააღმდეგება ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს

"ჩხუბი კი არა იარაღზე არ დაუხევია არც ერთ ჩვენს თანამემამულეს უკან, არც ერთ ნაბიჯს არ დავიხევთ",- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით კი, "ქართული ოცნება" რუს აგენტებს იცავს და ღიად ეწინააღმდეგება ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს.

"პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, პროვოკაცია ჩვენი ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის წინააღმდეგ - ეს არის რუსული "ოცნება", რომელიც იცავს რუს ჯაშუშებს და ღიად ეწინააღმდეგება ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროტესტი, კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იყოს.

"მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და ნებისმიერი პროტესტი უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

 

დღის ამბები