ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ეთამაშება ჯერ იარაღის მიწოდებით, შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმით, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ საფრანგეთის ქალაქ მარსელიდან დაბრუნებისას განაცხადა.
კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, პაპი პასუხობს, რომ ის გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს.
"მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან,“ – თქვა რომის პაპმა.
როგორც პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, მსოფლიომ არ უნდა ითამაშოს უკრაინელი ხალხის "მოწამეობაზე“, არამედ უნდა დაეხმაროს მათ ამ პრობლემის მოგვარებაში.