პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უარის თქმის შესახებ, გაუგებარია ოპოზიციისთვის.
ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილისგან ახსნა განმარტებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ორ დღიანი დუმილის შემდეგ, უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა.
"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძის თვის მოქალაქეობის შენარჩუნებით, "ქართულ ოცნებას" პრობლემა არ მოუხსნა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტს რაღაც დამატებითი მოტივაცია ამოძრავებს.
"მთავარი რაც პრეზიდენტმა გააკეთა, პრობლემა არ მოუხსნა "ქართულ ოცნებას". თუ მოქალაქეობის ჩახსნით პრობლემა აღმოფხვრილი იქნებოდა და არც საბანკო სისტემას დაემუქრებოდა არაფერი და არც ზოგადად ეკონომიკური სანქციების რისკი გაჩნდებოდა, ახლა ეს რისკი ისევ არსებობს. იმისთვის, რომ ადამიანი ციხეში იჯდეს ან გასამართლდეს არა რის სავალდებულო, რომ ადამიანი საქართველოს მოქალაქე იყოს. ამიტომ, პრეზიდენტს აშკარად, რაღაც დამატებითი მოტივაცია აქვს და ცემი აზრით, ეს მოტივაცია შეიძლება აიხსნეს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მრავალთვიანი დაპირისპირებით", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მაინც მოუწევს, რადგან მას ეს მოქალაქეობა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით აქვს.