06 სექტემბერი 2024,   12:19
ვრცლად
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით დღეს განიხილავენ

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს, პარლამენტი, ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით დღეს განიხილავს. უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, განხილვების პროცესში მიღებული შენიშვნები სრულად გათვალისწინებულია და იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიცია კანონპროექტს ამ სახით, მხარს დაუჭერს.

დოკუმენტის მიხედვით, დღეს არსებული სისტემა 2028 წლის იანვრამდე უცვლელი იქნება და დასაქმებულები აქამდე არსებულ დაბალრისკიან სისტემაში დარჩებიან.

"ყველა ჩვენი შენიშვნა, რაც იყო მიცემული პარლამენტის მიერ არის გათვალისწინებული საბოლოო ვარიანტში. ახლა მესამე მოსმენაა, მათი ნებაა მისცემენ თუ არა ხმას, მათი არჩევანია. არჩევანი ექნებათ თავისუფალი მოქალაქეებს, თუ ვის რომელ პორტფელშიც სურს, იქ გადაიტანს თავის დანაზოგს. არჩევნის უფლება აქვს ჩვენს მოქალაქეებს და ექნებათ ეს უფლება. მთავარი არის, რომ გარანტი ამისი არის სახელმწიფო, ეროვნული ბანკი და საპენსიო ფონდი," - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები