06 სექტემბერი 2024,   12:20
ვრცლად
გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხობი ბუნებას უბრუნდება - მასშტაბურ პროექტს საქველმოქმედო ფონდი "აგრო ქართუ" ახორციელებს

გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხობი, რომელიც საქართველოში უხსოვარი დროიდან ბინადრობდა, ბუნებას უბრუნდება. უნიკალური პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებაა. მასშტაბურ პროექტს საქველმოქმედო ფონდი "აგრო ქართუ" ახორციელებს.

კოლხური ხოხობს რაოდენობა, ამ დროისთვის, კრიტიკულად შემცირებულია და სამონადირეო ნაკრძალების გარდა, იშვიათად არიან. იმ ტერიტორიებზე, სადაც ხოხბები ბინადრობდნენ, მათი თავიდან მოშენების პროცესი მიმდინარეობს. კოლხური ხოხობი, კაკაბი, გნოლი და როჭო - ეს იმ ფრინველების სახეობების ჩამონათვალია, რომელთა ბუნებაში დაბრუნების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი კვირაა აქტიურად ხორციელდება. პროცესი კიდევ ორი კვირა გაგრძელდება.

აგრო კომპლექსი, სადაც გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა და გამრავლება ხდება, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში მდებარეობს.

სპეციალისტების გათვლა ასეთია: ბუნებაში დაბრუნებული იშვიათი ფრინველების 50 %-ის გადარჩენის შემთხვევაში, ბიომრავალფეროვნება აღდგება, რაც ქვეყნის დაცული ტერიტორიებისა და ზოგადად ქვეყნის მიმართ ინტერესს გაზრდის.

დღის ამბები