ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პოლიტიკური ჯგუფ"ევროოპტომისტებთან" შეხვედრაზე, რომელზეც 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, შოვის ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.
გიორგი კაკაურიძეს ხატია დეკანოიძემ, სამაშველო ვერტმფრენებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზეც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შესყიდულია 3 სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტით არის აღჭურვილი, ორი მათგანი კი ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალ წელს ჩამოვა.
"შოვში ვერტმფრენი არ იყოო. ჯერ ერთი, რომც ჩამოსულიყო ის ვერტმფრენები, რომლებიც შესყიდული გვაქვს, დარწმუნებული ვარ, შოვში ვერ იმუშავებდნენ და ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც გმირმა ადამიანებმა გააკეთეს. ვერტმფრენი არ არის მანქანა, წახვიდე, იყიდო და ერთ კვირაში დაიწყო სიარული - შოვში ახლახანს შეძენილი ვერტმფრენები რომც ყოფილიყო, ვერ იმუშავებდა და ვერ გააკეთებდა იმას, რაც ადამიანებმა გააკეთეს," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პოლიტიკური ჯგუფ "ევროოპტომისტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.