15 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"ელენე ხოშტარია რომ გვიტარებს - არა რუსულ აგენტურას, პარადოქსიც აღარ ჰქვია, ადამიანი, სპეციალობით არის რუსეთის უსაფრთხოების სპეციალისტი"- მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარადოქსია, როდესაც პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავრობას რუსეთის აგენტებად მოიხსენიებს, ამავდროულად კი, განათლება რუსეთში აქვს მიღებული და ყოველთვიურად 10 000-ობით დოლარის თანხას იღებს რუსეთიდან. ამის შესახებ მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"ელენე ხოშტარია, რომ გვიტარებს - არა რუსულ აგენტურას, პარადოქსიც აღარ ჰქვია. ადამიანი, რომელიც სპეციალობით არის რუსეთის უსაფრთხოების სპეციალისტი, აგერ მტკიცებულება გვაქვს, ხელის გულზე გვიდევს, რომ ადამიანს ერიცხება ყოველთვიურად 10 000-ობით [ჰონორარი]. ერთი ადამიანი მაჩვენეთ დღეს სხვა, რომელსაც რუსეთიდან რაიმე სახის ჰონორარი ერიცხება და ეს ჰონორარი 300 და 500 დოლარის ეკვივალენტს რუბლებში კი არ შეადგენს, 10 000-ობით დოლარის ეკვივალენტს შეადგენს და მეც დავიჯერებ, რომ ეს არის ჰონორარი. ლეგიტიმურია ეს ეჭვი ყველაზედ რბილად რომ ვთქვათ, რომ ეს ჰონორარი არ არის ?! ეს ადამიანი გამოდის და რუსი, რუსი, რუსი - არ ჩერდება. ყველაზე მეტად ეგ ასრულებს დავალებას, რომ რუსები გვეძახოს," - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

დღის ამბები