საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ არავის ჩვენი სახელით, მთავრობის და ჩემი სახელით, არავის ფორმალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ გაუმართავს. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც.
"ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც. ისინი ბუნებრივია, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ბიზნეს საქმიანობა აქვთ, პირდაპირ მიმოსვლები აქვთ, ოჯახები, ნათესავები ჰყავთ აქ ადგილზე, დაინტერესებული იყვნენ, რომ ყოფილიყო და აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული ფაქტი.
ჩვენც ვიყავით მათ შორის დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები, რაც გამარტივდება და რაც გაამარტივებს გადაადგილებას, იოლი იქნება და იაფი იქნება უფრო, ეკონომიური იქნება, რა თქმა უნდა კარგია. ეს ჩვენ არაფერი არ დაგვიმალავს. თქვენი პრობლემა რაში მდგომარეობს, მეგობრებო, თქვენ ყოველთვის რაღაცას მალავდით ხალხისგან და უმალავდით ყველაფერს. ყველაფერს აკეთებდით ხალხის საზიანოდ, ჩვენ ღიად ვაკეთებთ ყველაფერს. ამაშია ჩვენი სიძლიერე ამიტომ წყნარად იყავით“, - განაცხადა პრემიერმა.