15 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ჩამონათვალში საქართველოც მოიაზრება და ეს სხვანაირად არც შეიძლება იყოს - შალვა პაპუაშვილი ვარჰეის განცხადებაზე

ოლივერ ვარჰეის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაფართოების ახლებური მიმართულება მოიცავდეს გაწევრიანების პროცესშივე იმ სარგებლის გათვალისწინებას, რაც ასპირანტი ქვეყნების მოსახლეობამ უნდა იგრძნოს.

"ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ჩამონათვალში საქართველოც მოიაზრება და ეს სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე ვერ იქნება. რაც შეეხება ევროკავშირის ახლებურ მიდგომას გაწევრიანების პროცესის მიმართ, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას მოაქვს, წევრობის გზაზევე ქვეყნებმა მიიღონ და ჩვენ მივესალმებით, რომ ყველა ქვეყანამ, ვინც გაწევრიანების გზაზეა იგრძნოს ეს სიკეთეები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები