06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 790 ათასი ევროს ღირებულების სატვირთო ავტომანქანები შეისყიდა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 790 ათასი ევროს ღირებულების სატვირთო ავტომანქანები შეისყიდა.

სატრანსპორტო საშუალებები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობას, საჭირო მასალებით და აღჭურვილობით მოამარაგოს მესაზღვრეები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წითელი ხიდის სამმართველოს 10 სატვირთო ავტომანქანა გადავეცით. ამ ტიპის მანქანები მოკლეა და ღერძების შორის მანძილიც მოკლე აქვთ. ეს მანქანები სასაზღვრო პოლიციას მოშორებით მდებარე საპატრულო პუნქტი საკუთარი მოვალეობის შესრულებაში დაეხმარებიან. ასეთი საპატრულო პუნქტი კი 65-ია. მოთხოვნა კონკრეტულად ამ სახის სატვირთო ავტომანქანებზე იყო, ვინაიდან, მხოლოდ ასეთ ავტომანქანებს შეუძლიათ შორეული საპატრულო პუნქტების მომარაგება", - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ნიკოლას სენდროვიჩი.

 

დღის ამბები