07 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
"საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობა" - რა თქვა ევროკავშირის ელჩმა მმართველი პარტიის ბანერებზე და რატომ გახდა მისი განცხადება კრიტიკის საგანი

მეორე დღეა, შეფასებების საგანია ევროკავშირის ელჩის განცხადება "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით. დიპლომატმა ბანერებს "სამარცხვინო" და "შემზარავი" უწოდა.

მმართველი გუნდი ელჩის განცხადებას საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობას უწოდებს, ოპოზიცია კი დიპლომატის ნეგატიურ შეფასებას იწონებს.

"როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ გულგრილი. უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი შეჭრის შემდეგ, ჩვენ მხარე ავირჩიეთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რადგან უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ჩვენთვის, ყველასთვის. ისინი იბრძვიან წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის. თქვენ მეკითხებით იმ ბილბორდების შესახებ – მიმაჩნია, რომ ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი. უკრაინელი ხალხის თავგანწირვის წყალობით, ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინაში, საქართველოში, ევროკავშირში. მათ ჩვენი უდიდესი პატივისცემა ეკუთვნით", - თქვა ელჩმა.

განცხადება პაველ ჰერჩინსკიმ ორი დღის წინ, "საარჩევნო კომპასი საქართველო 2024" პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა.

ევროკავშირის ელჩის განცხადების შემდეგ, სამმა ტელეკომპანიამ "ქართული ოცნების" ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე უარი თქვა. საუბარია ახალ საარჩევნო ბანერებზე წარწერით "არა ომს! აირჩიე მშვიდობა!". "ფორმულას", "მთავარისა" და "TV პირველის" ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სრულად იზიარებენ ევროკავშირის ელჩის ნეგატიურ შეფასებას.

 

დღის ამბები