06 ოქტომბერი 2024,   21:52
ვრცლად
"ღვინის დღეები" დაიხურა - ბაღდათსა და ზუგდიდში ყოველწლიური ფესტივალი კონცერტებით დასრულდა

"ღვინის დღეები" დაიხურა. ბაღდათსა და ზუგდიდში ყოველწლიური ფესტივალი კონცერტებით დასრულდა. ბაღდათში შეკრებილთა წინაშე კვარტეტი "რანინა და ბენდი", ასევე ჯგუფი "ბანდეროლი" წარდგენენ.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართულ საღამოზე ბენდთან ერთად დავით ევგენიძემ იმღერ. სპეციალური მოწვევით სცენაზე იდგა იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველოც.

"ღვინის დღეები" საქართველოს მასშტაბით პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქვეყნის 23 მუნიციპალიტეტში 7 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა.

 

დღის ამბები