20 აგვისტო 2026,   14:26
ვრცლად
"უკანონოდ აბრუნებდნენ საკითხებს მუნიციპალიტეტის მერიაში" - რუსთავის მერია საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის ქმედებებს სასამართლოში ასაჩივრებს

რუსთავის მერია საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის ქმედებებს სასამართლოში ასაჩივრებს.

მერიის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიციას, რუსთავში, 100 მილიონ ლარამდე ღირებულების მსხვილი საინვესტიციო პაკეტები აქვს გაჩერებული და თვეობით აფერხებს, კომისიებიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადააქვს, არ იხილავს და, დაუსაბუთებლად, უკან აბრუნებს რუსთავის მერიიდან განსახილველად გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

მერიაში ამბობენ, რომ, ამ ქმედებით, ერთი მხრივ, ფერხდება ქალაქის განვითარება, ზარალდება რუსთავის მოსახლეობა და ხელი ეშლება მერიის საქმიანობას, მეორე მხრივ კი, საკრებულო კარგავს კანონით მინიჭებულ ფუნქციას.

რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საკრებულო მუნიციპალიტეტის მერიაში უკანონოდ აბრუნებდა საკითხებს.

"2023 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. დავის საგანი გახლავთ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივის ფაქტი, რაც გულისხმობს მიმართვას, საკრებულოს თავმჯდომარეზე განეხორციელებინა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის კომისიებთან დაკავშირებით, რომლებიც უკანონოდ აბრუნებდნენ საკითხებს მუნიციპალიტეტის მერიაში, რისი უფლებაც არ აქვთ. მათ არ აქვთ იმ მოქმედების უფლება, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისრებს უნდა განეხორციელებინათ", - განაცხადა მიხეილ მუზაშვილმა.

დღის ამბები