16 სექტემბერი 2024,   22:51
ვრცლად
„ყველა რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ევროინტეგრაციას უფრო შეუქცევადს ხდის, ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება სტატუსს, რაც ევროპულ მომავალს მეტად გაამყარებს“ - პრემიერი

ყველა რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების" თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაქსიმალურ შედეგს მიაღწია.

"მოგეხსენებათ, ჩვენ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, მის გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის, რეფორმებისთვის" – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები