21 სექტემბერი 2024,   03:07
ვრცლად
რაზე იმსჯელებს სინოდი - დღეს, პატრიარქის მოწვევით, უმაღლესი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები იკრიბებიან

დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით, უმაღლესი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები იკრიბებიან. სინოდის დღის წესრიგი ოფიციალურად არ გავრცელებულა. „კურიერის“ ინფორმაციით, სინოდი მე-10 საუკუნის დასაწყისში მცხოვრები საზოგადო მოღვაწეების წმინდანად შერაცხვის საკითხსა და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ილია მეორემ წმინდა სინოდი კონკრეტული მიზეზის გამო მოიწვია, რასაც წინასწარ არ ასაჯაროებს.

მიმდინარე წელს სინოდი უკვე მეორედ იკრიბება.

დღის ამბები