19 სექტემბერი 2024,   04:53
ვრცლად
პარლამენტის სხდომა დღესაც კამათისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო - ელისაშვილს დარბაზი დაატოვებინეს

პარლამენტის სხდომა დღესაც კამათისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ალეკო ელისაშვილმა, პროცედურაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. დეპუტატის განმარტებით, ბერაია, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს და ამ მოთხოვნას ყველა სხდომაზე გააჟღერებს.

ელისაშვილის ამ განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ელისაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა.

დღის ამბები