19 სექტემბერი 2024,   05:00
ვრცლად
იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - ილია დარჩიაშვილი

იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას გააკეთა.

ილია დარჩიაშვილი თქმით, ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს და ამის მიზეზი, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან ერთად, ის კონკრეტული ნაბიჯებია, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გადაიდგა.

"ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, მომავალი კვირისათვის ჩვენ უკვე ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, რომელიც დეკემბერში იქნება ბილეთი ევროსაბჭოს გადაწყვეტილების. იმედი გვაქვს, რომ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის და სწორედ ამ დღევანდელ განხილვებშიც, ჩვენი პარტნიორები ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და იმედით ველოდებით დასკვნას", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 27 ქვეყანამ უნდა მიიღოს. წლის ბოლოს, საბოლოო პასუხამდე, ევროკომისია რეკომენდაციების შესრულების შესახებ დასკვნას 8 ნოემბერს გაასაჯაროებს.

დღის ამბები