19 სექტემბერი 2024,   05:03
ვრცლად
საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, წევრობა, რასაც, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საბოლოო მიზანი,  ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაციაა.

"ჩვენი საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, წევრობა, რასაც, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება. ეს არის ხანგრძლივი მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია სჭირდება და ჩვენი მთავრობის ეფექტიანი მმართველობა. ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის სრულ ევროპეიზციამდე, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია უნდა გაგრძელდეს. საბოლოოდ, ჩვენი მიზანი და დიდი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელსაც ყოველდღე ვუახლოვდებით. მე მჯერა, რომ დღევანდელი ისტორიული ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ, საერთო ეროვნულ მიზანთან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე გააკეთა.  

დღის ამბები