09 ივლისი 2024,   02:25
ვრცლად
რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, ვიცით, როგორ გავაკეთოთ ბეირუთშიც - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ახლო აღმოსავლეთში ომის 39 დღეს, დაჯგუფება "ჰეზბოლა-ს" ლიდერის განცხადებას, რომ ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა - "რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ".

​"ჰეზბოლა" ლიბანს ითრევს ომში, რომელიც შეიძლება, მოხდეს. ის შეცდომებს უშვებს. თუ ის ასეთ შეცდომებს უშვებს, ისინი, ვინც პირველ რიგში გადაიხდიან ფასს, არიან ლიბანის მოქალაქეები. რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, ვიცით, როგორ გავაკეთოთ ბეირუთშიც," - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი.

ურთიერთმუქარის ფონზე კი, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფაა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ცენტრალურ საავადმყოფოებში, რომელთან კონტაქტი გაერომაც დაკარგა.

"ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე მისია არ დასრულდება. ომი "ჰამასის" წინააღმდეგ მთელი ძალით მიმდინარეობს და აქვს ერთი მიზანი - ეს არის გამარჯვება. ისრაელის არმიამ დაასრულა ღაზას სექტორის ალყა, ისინი ახლა მუშაობენ ქალაქის შიგნით, ალ-შიფას საავადმყოფოს გარეუბანში. ლიკვიდირებულია 2000 ტერორისტი, მათ შორის - მაღალი რანგის მეთაურები," - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ისრაელს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. ემანუელ მაკრონი ისრაელის მთავრობას მიმართავს და ამბობს, რომ ღაზის სექტორის დაბომბვას გამართლება არ აქვს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ისრაელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ისრაელის პრემიერი კი, ომის შემდგომ ზომებზე საუბრისას, ამბობს, რომ არ იარსებებს პალესტინის ავტონომია, არ იქნება სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც საკუთარ შვილებს ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაციას ასწავლის.

დღის ამბები