26 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა, "ჰამასთან", მძევლების გათავისუფლების ხელშეკრულება დაამტკიცა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა, "ჰამასთან", მძევლების გათავისუფლების ხელშეკრულება დაამტკიცა. საუბარია, ღაზაში მყოფი 50 მძევლის სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი ქალისა და მოზარდის გათავისუფლებაზე.

ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, მძევლები გათავისუფლდებიან ბრძოლის ოთხდღიანი პაუზის განმავლობაში. შეთანხმების თანახმად, ყოველი დამატებითი 10 მძევლის გათავისუფლება ბრძოლის პაუზას ერთი დღით გაახანგრძლივებს.

შეთანხმება ისრაელის კაბინეტმა ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ დაამტკიცა.

მანამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი გაგრძელდება მაშინაც კი, თუ მძევლების თაობაზე შეთანხმება დაიდო. შეთანხმების დამტკიცების მიუხედავად, დეტალები, როდის დაიწყება პაუზა და როდის გათავისუფლდებიან მძევლები, ჯერ გაურკვეველია.

BBC იუწყება, რომ, პაუზების დროს, ღაზაში შეუშვებენ 300 სატვირთო მანქანას ჰუმანიტარული დახმარებით, მათ შორის - ცხიმით - საცხობებისთვის და საწვავით - საავადმყოფოს ელექტროგენერატორებისთვის.

დღის ამბები