09 ივლისი 2024,   02:27
ვრცლად
ნეთანიაჰუს განცხადებით, ომი მძევლების გათავისუფლების შემდეგაც გაგრძელდება - BBC

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ მანამ, სანამ თავის ყველა მიზანს არ მიაღწევს, - ამის შესახებ BBC წერს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, "სისულელეა" საუბარი იმის შესახებ, რომ ომი შეჩერდება მძევლების გათავისუფლების შემდეგ.

„ომში არსებობს ეტაპები და მძევლების დაბრუნების პროცესშიც არის ეტაპები, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ მოვიპოვებთ ტოტალურ გამარჯვებას, ვიდრე არ დავაბრუნებთ ყველა მათგანს“, - აცხადებს ისრაელის პრემიერი.

დღის განმავლობაში, გააქტიურდა მოლაპარაკებები "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, "შეთანხმება ძალიან ახლოსაა". ამავე თემაზე, კომენტარს აკეთებს ბენიამინ ნეთანიაჰუც - ისრაელის პრემიერის განცხადებით, ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების საკითხზე, ისრაელი პროგრესს აღწევს. "იმედი მაქვს, რომ მალე კარგი ამბები იქნება", - თქვა მან.

დღის ამბები