04 მარტი 2024,   22:57
ვრცლად
მკვლელობა საგარეჯოში - კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თულარში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლი დაჭრა, რის შემდეგაც, ცეცხლსასროლი იარაღიდან, მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ქალს, საგარეჯოს "ჯეო-ჰოსპიტალსში", გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა.

რა გახდა დანაშაული ჩადენის მიზეზი, სოფელში არ საუბრობენ.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება 19/109 მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები