05 ივლისი 2024,   23:40
ვრცლად
აშშ-ში, საშობაო საჩუქრების საყიდად წასულ კაცს სახლში 5 ბავშვის ცხედარი დახვდა

აშშ-ში, არიზონაში, კაცს სახლში 4 შვილისა და ერთი ნათესავის ცხედრები დახვდა. ხუთივე არასრულწლოვანი იყო, - ამის შესახებ BBC წერს.

შვილები 2, 4, 5 და 13, ხოლო ნათესავი 11 წლის იყო.

კაცმა გამოძიებას განუცხადა, რომ საშობაო საჩუქრებისა და სურსათის საყიდად, დაახლოებით 2,5 საათით იყო გასული, უკან დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ სახლში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პირველი სართულიდან გავრცელდა, კიბეებამდე მალევე მიაღწია და ბავშვებმა ხანძრისთვის თავის დაღწევა ვეღარ შეძლეს.

მედიის ცნობით, მეზობლები, სახანძროს მისვლამდე, საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა, არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ.

ხანძრისას შენობაში არცერთი ზრდასრული არ ყოფილა.

დღის ამბები