12 ივნისი 2026,   10:08
ვრცლად
ქობულეთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა, მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია.

საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

დღის ამბები