საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა, ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეცია არის მისი დისკრეცია და მისი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რის შეფასებაშიც, პარტია "მოქალაქეები" არ შედის.
ლილუაშვილის თქმით, გრიგორიადისის საქმე იმდენად პოლიტიზებულია, რომ მას არც პროკურორის და არც დაცვის მხარის სანდოობის არ სჯერა.
"დისკრეცია არის დისკრეცია, ჩვენ მის შეფასებაში არ შევდივართ. პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეცია არის მისი დისკრეცია და მისი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თუ დავუშვებთ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ფაქტი ვალიდურია და არანაირი პოლიტიკური არანაირი პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმეს არ აქვს და ის მტკიცებულებები არის სანდო, ასეთ თეორიულ განზომილებაში, რა თქმა უნდა მოძალადე და ძალადობა უნდა დაისაჯოს. ეს საკითხი იმდენად პოლიტიზებულია, რომ სანდოობა არც დაცვის და არც პროკურორის მიმართ არ მაქვს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.