06 ივლისი 2024,   01:13
ვრცლად
places.georgia.travel - ტურისტებისთვის შექმნილ ახალ პორტალზე მონაცემთა ერთიანი ბაზა მზადდება

"ტურისტულ ინდუსტრიასა და სერვისებთან დაკავშირებით, სპეციალურ პორტალზე places.georgia.travel მონაცემთა ერთიანი ბაზა მზადდება", - ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პლატფორმა დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მიიღონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, სერვისებსა და ტურისტულ პროდუქტებზე.

"პორტალზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში, კერძო სუბიექტის მიერ რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც პროცესს უფრო მოქნილს გახდის". - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები