05 ივლისი 2024,   23:50
ვრცლად
დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი ჩაირთო

დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი ჩაირთო. დაბა ხარაგაულსა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება.

ენერგომომარაგება აღუდგა წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონულ ცენტრებსაც. "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს დასავლეთ საქართველოს ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ყინვამ ინფრასტრუქტურა დააზიანა.

კომპანიის ცნობითვე, სტიქიამ "ენერგო-პრო ჯორჯიას“ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და იმის მიუხედავად, რომ ტექნიკურ სამსახურს დიდთოვლობის გამო გადაადგილება უჭირს, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები