05 იანვარი 2025,   09:20
ვრცლად
რუსეთმა ხერსონის სარკინიგზო სადგური დაბომბა, დაღუპულია პოლიციელი - უკრაინის შსს

რუსულმა სამხედრო ძალებმა, ქალაქ ხერსონის სამხრეთით, სარკინიგზო სადგური დაბომბეს. როგორც სააგენტო Reuters-ი, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, წერს, დაღუპულია ერთი პოლიციელი.

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევისას, სადგურზე 140-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო. გავრცელებული ცნობებით, სამართალდამცველი სწორედ მოქალაქეების ევაკუაციის დროს დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

დღის ამბები