21 დეკემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ქართველი ხელოვანები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დასკვნას ეხმაურებიან

ქართველი ხელოვანები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დასკვნას ეხმაურებიან:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დასკვნას და აღვნიშნოთ, რომ GCA კვლავ არასწორი, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს მოატყუოს, როგორც საზოგადოება, ახლა უკვე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.
გვსურს, განვაცხადოთ, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია იყო ნამდვილი და ფაქტებით გაჯერებული.
ვწუხვართ, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეცდომაში შეიყვანეს, ხოლო ჟურნალისტებს მიაყენეს შეურაცხყოფა - ფაქტების განზრახ დამახინჯების ბრალდებით.
სინამდვილეში, აუდიტის დასკვნაში ნათლად ჩანს ყველა ის დარღვევა, მათ შორის ჰონორარების გაფლანგვის შესახებ, რაც გიგა კობალაძის ხელმძღვანელობის დროს GCA-ს საქმიანობაში გამოიკვეთა.
ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციას ჩვენ შესახებ აქტიურად აშუქებდნენ, როგორც ქარტიის განცხადებაში ჩამოთვლილი მედია არხები, ასევე ფორმულა, ტვ პირველი და მთავარი. ჩვენი მიზანია თითოეული ნაბიჯი იყოს ცნობილი ყველა დაინტერესებული პირსა თუ, მედიის წარმომადგენლისთვის. შესაბამისად, ქარტიაში მოხსენიებული ინფორმაცია, რომ მხოლოდ კონკრეტული მედიები აშუქებენ ინფორმაციას და თან სიცრუეს, არ შეესაბამება სიმართლეს.
გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ტვ იმედისა და პოსტივის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, საავტორო უფლებათა ასოციაციამ განცხადება შეიტანა 2023 წლის 30 ივნისს. Მითითებულ განცხადებებზე ქარტიამ გადაწყვეტილებები მიიღო 2023 წლის 17 აგვისტოსა და 31 აგვისტოს. რაც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2 და პრაიმ ტაიმს, საავტორო უფლებათა ასოციაციამ ჟურნლისტური ეთიკის ქარტიაში განცხადებები შეიტანა 2023 წლის 3 ივლისს, ქარტიამ კი ორივე განცხადებაზე 17 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საბჭო გადაწყვეტილებას სარეზოლუციო და სამოტივაციო გადაწყვეტილებასთან ერთად, განხილვიდან დაახლოებით 1 თვის ვადაში აქვეყნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია არც აგვისტოში შეესაბამებოდა სიმართლეს და ადგილი არ ჰქონია ფაქტების არავითარ დამახინჯებას, ამ ინფორმაციას გიგა კობალაძე ასაჯაროებს დეკემბერში, მაშინ როცა მოცემული ინფორმაცია აღარაა რელევანტური და როგორც განმცხადებელს, სავარაუდოდ ქარტიის გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მათი გამოტანის დროისათვის უკვე ჰქონდა. შესაბამისად, 2023 წლის 25 დეკემბერს ამ ინფორმაციის გამოქვეყნება მისი მხრიდან გვაფიქრებინებს, რომ ემსახურება საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არსებული დასკვნა გამოტანილია აგვისტოში და ვალიდური იყო 1 თვის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ ეს ინფორმაცია არც აგვისტოში შეესაბამებოდა სიმართლეს და ადგილი არ ჰქონია არავითარ ფაქტების დამახინჯებას, ამ ინფორმაციას გიგა კობალაძე ასაჯაროებს დეკემბერში, მაშინ როცა მოცემული ინფორმაცია აღარაა რელევანტური.

გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, არ შევიდნენ შეცდომაში, რადგან არის მორიგი თავის დაძვრენა საკუთარი დანაშააულებებიდან, რომლებიც ასე მრავლად დაუგროვდა GCA-სა და გიგა კობალაძეს.

ჩვენ, ქართველი ხელოვანები, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვირჩევთ ერთადერთ სამართლიან, გამჭირვალე ასოციაციას, IPOA-ს და არავითარი სპეკულაციები არ შეცვლის ჩვენს აზრს," - ნათქვამია საქართველოს ხელოვანების განცხადებაში.

 

 

(R)

დღის ამბები