08 ივნისი 2024,   09:19
ვრცლად
ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას თინეიჯერი ემსხვერპლა

ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას თინეიჯერი ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სერფინგის დროს მოხდა. ბიჭი ზვიგენის თავდასხმის მომენტში ნაპირიდან, დაახლოებით, 30 - 40 მეტრის მანძილზე ცურავდა.

ეთელის სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია სერფინგისთვის. ადგილობრივების განცხადებით, ეს სამხრეთ ავსტრალიაში, ეთელის სანაპიროზე, ზვიგენის თავდასხმის პირველი ფატალური შემთხვევაა.

დღის ამბები