19 სექტემბერი 2024,   05:12
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სრულად აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილზე) მიწის მასა ჩამოვიდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული.

 

დღის ამბები