19 სექტემბერი 2024,   04:56
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილზე მიწის მასის ჩამოსვლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა - გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილზე) მიწის მასა ჩამოვიდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

როგორც "რუსთავი 2"-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მიწის ჩამოწოლილი მასა "ძალიან მცირე ოდენობისაა" და გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდა.

დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს.

დღის ამბები