19 სექტემბერი 2024,   05:08
ვრცლად
რომელ კონკრეტულ ქუჩებს შეუწყდებათ 2 დღის განმავლობაში წყალი ვაკისა და მთაწმინდის რაიონში - მისამართების ჩამონათვალი

17 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ასიათასი მოწამის ქუჩის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

GWP-ის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 იანვარს 01:00 საათიდან 18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ქობულეთის ქუჩის N22-42(ლუწები), ქობულეთის შესახვევს, შატბერაშვილი, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, მცხეთის პირველი შესახვევი(ბურკიაშვილის), შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს, რაზმაძის ქუჩის N1-25 (კენტები), N2-20 (ლუწები)

მთაწმინდის რაიონში:

კეკელიძის ქუჩის N 15-25(კენტებს), N14, 16, 18, გოგებაშვილის ქუჩა (შესახვევბით), გალის, რჩეულიშვილის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძე) და ჯაფარიძის ქუჩებს.

 

დღის ამბები