03 ივლისი 2024,   12:56
ვრცლად
ნიგერიის ისლამურ სკოლაში აფეთქების შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა

ნიგერიის ისლამურ სკოლაში აფეთქების შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა - შემთხვევა ბორნოს შტატში, გუიბოს რაიონში, შაბათს მოხდა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც შეცდომით ლითონის ჯართად მიიჩნიეს.

6-მა ბავშვმა, რომელთა ასაკი 7-დან 11 წლამდე იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯართთან ერთად სკოლის დაუმთავრებელ შენობაში შეინახა.

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვები ჯართის გაყიდვას 15 წლის მოზარდზე ცდილობდნენ, რომელიც მეშვიდე მსხვერპლია. 

დღის ამბები