03 ივლისი 2024,   12:49
ვრცლად
ლონდონში პოლიციამ არბალეტით შეიარაღებული კაცი მოკლა

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში, ლონდონში, სამართალდამცველებმა 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს. მას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ BBC წერს.

გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებებს აგროვებენ. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ არბალეტით (ისრის სატყორცნი იარაღი) შეიარაღებული კაცი ძალის გამოყენებით შეიჭრა ერთ-ერთ საცხოვრებელში, იქამდე კი იმუქრებოდა, რომ შენობაში მყოფებს ზიანს მიაყენებდა.

შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დღის ამბები