16 ივნისი 2024,   00:21
ვრცლად
ბორჯომში დაურეგისტრირებელი უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში აღმოაჩინეს

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო ბორჯომში - უკანონო სახერხი საამქრო, სამართალდამრღვევს ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი აღმოაჩინეს. აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი, ბორჯომის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

 
დღის ამბები