27 ივნისი 2024,   18:23
ვრცლად
ოპოზიციის მიერ ამ საკითხისადმი ბოიკოტის გამოხატვა ნიშნავს, რომ ისინი ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას - დავით მათიკაშვილი

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტი სესიაზე მომავალ კვირას პირველი მოსმენით გავა.

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ საუბრობს კანონში ცვლილების მნიშვნელობაზე და ამტკიცებს, რომ ქვეყანამ მისთვის პრინციპულად მიუღებელ თემებზე თვალი არ უნდა დახუჭოს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არის საზოგადოების დაკვეთა.

"ეს არის საზოგადოების ის დაკვეთა, რომელიც არსებობს ქვეყანაში. ჩვენ ამ ცვლილებების განხილვის ჭრილში მოვიარეთ სრულიად საქართველოს. ოპოზიციის მიერ, ამ საკითხისადმი ბოიკოტის გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ ისინი ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით ოთხმა გაერთიანებულმა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა. შეგახსენებთ, საკანონმდებლო პაკეტი სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ზღუდავს ეგრეთწოდებულ ლგბტ პროპაგანდას.

დღის ამბები