28 სექტემბერი 2024,   12:12
ვრცლად
ზურაბიშვილი ჩაწერილია უცხოური აგენტების გავლენის სიაში და მისი მიზანი არის, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ ადგილზე - გურამ მაჭარაშვილი
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ვეტოს დაძლევის პროცესი იწყება. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იურიდიულ კომიტეტზე კანონმდებლები დღეს განიხილავენ. 
 
მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების დაბლოკვას მორიგ დესტრუქციულ ქმედებად აფასებს, რომელიც, მათი განმარტებით, აუცილებლად დაიძლევა. 
 
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ჩაწერილია უცხოური გავლენების აგენტების სიაში, შესაბამისად, მისი მიზანია, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესები გაატაროს.
 
"ცვლილებები ემსახურება საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.  ეს ყველაფერი ემსახურება არჩევნების ნორმალურად ჩატარებას. ზურაბიშვილი ჩაწერილია უცხოური აგენტების გავლენის სიაში და, რა თქმა უნდა, მისი მიზანი არის ის, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ ადგილზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 
დღის ამბები