28 სექტემბერი 2024,   12:24
ვრცლად
"საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ

"საარჩევნო კოდექსში" შესატან კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაძლევენ. 

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების უზურპაციის მცდელობის პროცესზე მიუთითებს.

"პრეზიდენტის რვა გვერდიანი ვეტო ნათლად განმარტავს რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ კონსენსუსს, მათ შორის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში, რა მნიშვნელობა აქვს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობას ხმების გადათვლის პროცესში. ამ ყველაფრის გაუქმება რომ ძალაუფლების უზურპაციის ნიშანია, არის ნათელი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტო სწორია, თუმცა მისი პოლიტიკურ პროცესებში გარდაქმნა არ ხდება, რის გამოც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა არ აქვს.

"ვეტო სწორია, ამ შემთხვევაში, უბრალოდ პრეზიდენტის ვეტოებისადმი დამოკიდებულება, რომელიც ცალკეულ კანონებს ედება და არ ხდება პოლიტიკურ პროცესად გარდაქმნა, ამიტომ არ მგონია მას რაიმე გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებთან", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები